Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი - ირინა აღაპიშვილი

 

დაბადების თარიღი:


1986 წლის 23 მარტი 

 


განათლება:

2004-2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე;


2008-2012 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე;


2009-2010 წლებში სწავლობდა ვენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე;


2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.



სამუშაო გამოცდილება:

2010 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით გაიარა სტაჟირება გაეროს კოსმოსური კომიტეტის იურიდიულ ქვეკომიტეტში;


2011-2013 წლებში ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მენეჯმენტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;


2009-2014 წლებში ეკავა მკვლევარის თანამდებობა TEMPUS-ის პროეტში - რეგიონალური ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის შემუშავება გარემოსდაცვით და ენერგეტიკის სფეროში;


2012-2014 წლებში ეკავა მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის მკვლევარის თანამდებობა TEMPUS-ის პროეტში - მიგრაცია და უმაღლესი განათლება;


2013-2014 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის იმიტირებული სასამართლო პროცესების მწვრთნელი (ტრენერი);


2013-2014 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკოსი;


2014 წლის შემოდგომის სემესტრიდან დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;


2014 წლის შემოდგომის სემესტრში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი;


2012 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;


2014 წლის იანვრიდან ეკავა საჯარო სამსხურის ბიუროს რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;


2015 წლის თებერვალში დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტის უფროსად.



ენები:

ინგლისური, რუსული



საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: iaghapishvili@csb.gov.ge
ტელ: +995 32 2192727 (117)

 

გამოგადგათ ინფორმაცია