ორგანიზაციული ანალიზის სამმართველო
ანა კობერიძე
სამმართველოს უფროსი
განათლება:
2011-2013 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი;
2007-2011 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება:
2023 წლიდან დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზაციული ანალიზის სამმართველოს უფროსად;
2021 წლიდან დღემდე არის საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დამტკიცებული პროექტების ხარისხის მონიტორინგის ექსპერტი;
2019-2023 წლებში ეკავა საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;
2018-2019 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
2017-2020 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დამტკიცებული პროექტების მენეჯერის ასისტენტი;
2015-2017 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
2014-2015 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი;
2011-2013 წლებში ეკავა მარკეტინგული ცენტრის - „ტერრა-მედია“ მედია მონიტორინგის მენეჯერის პოზიცია.
ენები:
ინგლისური; რუსული.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: akoberidze@csb.gov.ge
ტელ: +995 32 2192727