Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

სტრატეგიული დაგეგმვის და განვითარების სამმართველო

icon 18 ოქტ 2023

მაკა თოქმაზიშვილი

სამმართველოს უფროსი


განათლება:

2022-2023 წლებში ფულბრაითის ჰიუბერტ ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების სირაქიუზის უნივერსიტეტში და გაიარა პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (CAS) საჯარო ლიდერობასა და მენეჯმენტში

2017 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

2015 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი


სამუშაო გამოცდილება:

2023 წლიდან დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამმართველოს უფროსად

2023 წელს იყო ამერიკის შეერთებული შტატების Government Accountability Project-ის საერთაშორისო პროგრამის აფილირებული წევრი

2022-2023 წლებში იყო შეერთებული შტატების Moynihan Institute of Global Affairs-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინიციატივის მრჩეველთა საბჭოს წევრი

2019 წლიდან არის საჯარო სამსახურის ბიუროს და გაეროს განვითარების პროგრამის  ერთობლივი პროექტების კომუნიკაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

2018 წელს იყო საჯარო სამსახურის ბიუროსა და ესტონეთის PRAXIS Center for Policy Studies ერთობლივი პროექტის კოორდინატორი

2017-2023 წლებში ეკავა საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიცია

2016-2017 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს დონორებთან კოორდინაციის სპეციალისტი

2015-2016 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სტაჟიორი


ენები:

ინგლისური, გერმანული

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

mtokmazishvili@csb.gov.ge

ტელ:+995 32 2192727

 

გამოგადგათ ინფორმაცია