Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

სამუშაოს შეფასების გზამკვლევი

გზამკვლევი „პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამუშაოს შეფასების განხორციელების პროცესში“ მომზადდა და გამოიცა საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და პროგრამის - „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ - საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ხელს უწყობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთის საფუძველზე. მასში ასახულია 2018 წელს კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში საჯარო სამსახურის ბიუროსა და პროგრამის - „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ - თანამშრომლობის ფარგლებში განხორცილებული საკონსულტაციო საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილება. გზამკვლევში აქცენტი კეთდება პრაქტიკულ ნაწილზე, რაც გულისხმობს, მუნიციპალიტეტებში ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხების მომზადებას. დოკუმენტი მოიცავს ასევე დამატებით მასალას, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს შეფასების მოდელის დიზაინს, ინსტრუმენტებს და სამუშაოს შეფასების ეფექტიან დანერგვასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. იგი მიზნად ისახავს თვითმმართველობების მეთოდოლოგიურ დახმარებასა და რეკომენდაციებს შეფასების სისტემის დანერგვისა და განხორციელების პროცესში. გზამკვლევი განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ადამიანური რესურსებზე პასუხისმგებელი პირებისათვის, აგრეთვე ხელმძღვანელებისა და შეფასების პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ფაილები
პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის სამუშაოს შეფასების განხორციელების პროცესში
პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის სამუშაოს შეფასების განხორციელების პროცესში
გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები