Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„თანამედროვე მმართველობა და შესაძლებლობების განვითარება საჯარო სექტორში“ - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის (HAUS) სამუშაო შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებთან

icon 22 ნოე 2018

ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის (HAUS Finnish Institute of Public Management) პროექტის PADOS ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით 2018 წლის 20 ნოემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „თანამედროვე მმართველობა და შესაძლებლობების განვითარება საჯარო სექტორში“.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ.

შეხვედრაზე განხილული იქნა HR-ის როლი და ფუნქციები თანამედროვე ორგანიზაციაში. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს აღნიშნული მიმართულებით გამოცდილება და განვითარების ხედვა.

ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარატამენტის ხელმძღვანელმა ირმა მიქაძემ ისაუბრა საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის განვითარების ტენდენციებსა და მიღწეულ პროგრესზე. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნა აღნიშნულ სამინისტროებში HR-ის განვითარებასთან დაკავშირებული სიახლეები.

გამოგადგათ ინფორმაცია