Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ჩატარდა საჯარო მოხელეთა ფორუმი თემაზე „პიროვნება და საზოგადოება“

icon 12 მარ 2021

12 მარტს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა რიგით მესამე ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში, თემაზე „პიროვნება და საზოგადოება“. შეხვედრას უძღვებოდა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი (გაგა) ნიჟარაძე.

ფორუმს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 140-მდე პროფესიული საჯარო მოხელე ესწრებოდა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს ფორუმის შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) - ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

მომხსენებელმა შეხვედრა გახსნა საუბრით, თუ რატომ არის საინტერესო სოციალური ფსიქოლოგია და რას სწავლობს იგი. გიორგი ნიჟარაძემ ისაუბრა თვითშეფასებასა და მე-კონცეფციაზე. თვითშეფასების ნაწილში, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნარცისიზმსა და კლინიკური ფსიქოლოგიის საკითხებზე, ასევე, ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ თვითშეფასების ამაღლებაზე. სპიკერმა, შესაბამისი მაგალითების მოყვანით და ჩატარებულ ექსპერიმენტებზე მითითებით, განიხილა თვითპრეზენტაციის სახეები, ქცევის ინტერპრეტაციის საკითხები, კონფორმულობის ტიპები და ჯგუფური პოლარიზაცია.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია