Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვა

icon 23 ივლ 2015

23 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები კანონმდებლებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ გააცნო.

აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის გათვალისწინებით და მას საფუძვლად ის გამოწვევები დაედო, რაც დღეს საჯარო სამსახურის სისტემის წინაშე არსებობს.

კანონპროექტით ზუსტად განიმარტა ის პრინციპები, რომლებზეც უნდა დამყარდეს შემდგომში საჯარო სამსახურის სისტემა.

ეკატერინე ქარდავას განცხადებით, კანონპროექტი შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით და მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტის საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

გამოგადგათ ინფორმაცია