Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეთხუთმეტე შეხვედრა თემაზე „პოზიტიური უარის ძალა“

icon 19 სექ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 18 სექტემბერს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „პოზიტიური უარის ძალა“. შეხვედრას პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, მაკო ჯაოშვილი უძღვებოდა.

 

ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც ტრადიციულად მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის მიზანი იყო პოზიტიური უარის მნიშვნელობის განსაზღვრა როგორც პროფესიულ, ისე ინტერპერსონალურ დონეზე. მომხსენებელმა იმსჯელა უარის თქმის მოტივაციის განსაზღვრის, მისი გაჟღერების და ალტერნატივის შეთავაზების აუცილებლობაზე. შეხვედრის ბოლოს მოყვანილი იყო უარის თქმის რამდენიმე მაგალითი, ხოლო დასკვნით ნაწილში კი მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის და გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია