Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეთექვსმეტე შეხვედრა თემაზე „ლიდერის როლი კრიზისების მართვაში“

icon 22 სექ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 21 სექტემბერს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „ლიდერის როლი კრიზისების მართვაში“. შეხვედრას ადამიანური კაპიტალის ექსპერტი, HR დირექტორი დეა ჩხაიძე უძღვებოდა.

ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეთა ფორუმის, როგორც მოხელეთა შორის იდეათა გაზიარების და კომუნიკაციის გამყარების საშუალების, მნიშვნელობას და  ტრადიციულად, მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. ამასთანავე, ბიუროს უფროსმა ისაუბრა ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის აქტუალურობაზე საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის ამ ეტაპზე.

შეხვედრაზე სპიკერმა განმარტა ლიდერობა, ისაუბრა ლიდერის კომპეტენციებსა და მახასიათებლებზე და მონაწილეებს გააცნო ლიდერის განვითარების უნივერსალური მოდელი. შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა   კრიზისების გამკლავების ეტაპებზე, ამ დროს მიმდინარე მოვლენებზე და ლიდერის როლზე. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში, შეესრულებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია