Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოებში” პროექტის შეჯამება

icon 09 თებ 2021

2020 წლის 24 დეკემბერს გაიმართა  „მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოებში” პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი მიზნად ისახავდა მოხელეთა შეფასების არსებული სისტემების გაუმჯობესებასა და შეფასების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცესების დახვეწას იმერეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მასშტაბით.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მენეჯერმა, ნინო კაკუბავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და  იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

განხორციელებული აქტივობების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ბესელიამ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (მენტორები), იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან აქტიურად მუშაობდნენ მოხელეთა შეფასების მეთოდოლოგიისა და შეფასების პროცესის დახვეწისა და განვითარების კუთხით. ამასთანავე, შესრულების მართვისა და შეფასების საკითხებზე გადამზადდა 190 პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი პრაქტიკული სახელმძღვანელო: „სამუშაოს შესრულების შეფასების გზამკვლევი“ და „მენეჯერის დღიური“.

პროექტი განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია