Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოებში” პროექტის გახსნა

icon 18 აგვ 2020

2020 წლის 17 აგვისტოს გაიმართა „მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოებში” პროექტის გახსნის ღონისძიება. პროექტის მიზანია, მოხელეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესება  და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების გაძლიერება იმერეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მასშტაბით.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მენეჯერმა, ნინო კაკუბავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და  იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს მეთოდურ დახმარებას გაუწევენ საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები (მენტორები). ასევე, დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ტრენინგი შეფასების საკითხებზე და სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, ასევე პროექტში ჩართული მენტორები და ექსპერტები.

პროექტი ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია