Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

გაიმართა საჯარო მოხელეთა ფორუმის შეხვედრა თემაზე „სახელმწიფო მოხელე ძველ საქართველოში

icon 26 თებ 2021

19 თებერვალს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემა იყო “სახელმწიფო მოხელე ძველ საქართველოში“, რომელსაც უძღვებოდა ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია.

2021 წლის პირველი ფორუმი გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ. მან შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეთა ფორუმების მნიშვნელობას, რომლის მიზანიცაა მოხელეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და აქტუალური თემების განხილვა, რომლებიც უკავშირდება მმართველობაში არსებულ გამოწვევებს და მოხელეთა პიროვნული განვითარების საკითხებს. შესავალი სიტყვის ბოლოს, ბიუროს უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

გიორგი კალანდიამ ფორუმი გახსნა ცნობილი საჯარო მოხელის, მესტუმრე ჯიქურის ღვაწლსა და დამსახურებაზე საუბრით. ფორუმის მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო მოხელის როლი და მნიშვნელობა ძველ საქართველოში, ასევე, საუბარი იყო საჯარო მოხელეთა კატეგორიებსა და მათ იერარქიაზე. შეხვედრის ფარგლებში მოხელეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ისტორიული ფაქტები საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრალური მმართველობის ორგანოსა და ძირითადი პოლიტიკური უწყებების შესახებ, საიდანაც ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და სამეფოს მართვა.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია