Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პანელის შეხვედრა

icon 14 ივნ 2012

14 ივნისს, ქ. თბილისში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის – „დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“ ფარგლებში „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის” პანელის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ ბერუჩაშვილმა.

პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების – აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ფინეთიდან მოწვეული ექსპერტები.

საქართველოსა და ფინეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული სტრუქტურების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ელექტრონული და გამჭვირვალე საჯარო მმართველობისა და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების სამოქალაქო ადმინისტრაციულ უწყებებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს ერთობლივ ძალისხმევას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში მდებარე ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ქმნის დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით.

გამოგადგათ ინფორმაცია