Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

HR ფორუმი პროფესიული განვითარების აკრედიტირებული საბაზისო პროგრამების შესახებ

icon 25 თებ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2020 წელს პირველ გაფართოებულ HR ფორუმს უმასპინძლა. ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები და პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები. ფორუმის თემას პროფესიული განვითარების აკრედიტირებული საბაზისო პროგრამები წარმოადგენდა.

შეხვედრაზე სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროფესიული განვითარების აკრედიტირებული საბაზისო პროგრამების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 სექტემბერს პირველად მიენიჭა აკრედიტაცია პროფესიული განვითარების შემდეგ საბაზისო პროგრამებს: ,,მოხელის მენეჯერული უნარები“ და ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“.

HR ფორუმი გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP- ის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები