Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეხვედრა ლიეტუველ ექსპერტთან ევროკავშირის კანონმდებლობის საკითხებში

icon 04 სექ 2019

გრძელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრები და გამოცდილების გაზიარების პროცესი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით საჯარო სამსახურში დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

3-5 სექტემბერს ლიეტუველი ექსპერტი ევროკავშირის კანონმდებლობის საკითხებში, ლიეტუვას მთავრობის კანცელარიის უფროსი მრჩევლი, დეივიდას კრიაჩიუნასი მორიგ შეხვედრებს მართავს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებთან.

შეხვედრებზე განიხილება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კანონმდებლობის დახვეწის საკითხებში, ანტი-კორუფციული ზომები და მეთოდები და ამ მხრივ ლიეტუვას გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურში თანასწორობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიას, ასევე საჯარო სამსახურში შიდა ადმინისტრაციულ საკითხებს.

ტრენინგი 3-5 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ტარდება. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის.

გამოგადგათ ინფორმაცია