Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„ცოდნის გაცვლის კამპანიის“ პრეზენტაცია

icon 15 თებ 2012
საჯარო სამსახურის ბიურომ „ცოდნის გაცვლის კამპანიის“ პრეზენტაცია გამართა. პროექტი ემსახურება ადამიანური რესურსების მართვის წარმატებული სისტემების გავრცელებას საჯარო დაწესებულებებში. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ის სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც წარმატებით დანერგეს ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სტანდარტები. ისინი კამპანიაში მონაწილე დანარჩენ საჯარო უწყებებს საუკეთესო გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ.

გარდა ამისა, მოცემული ინიციატივა ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების მოწყობას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც მონაწილე სახელმწიფო უწყებებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკას ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.

"ცოდნის გაცვლის კამპანია“ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დასრულდება ამავე წლის მაისში დასკვნითი ღონისძიებით, სადაც პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეძენილი ცოდნის დემონსტრირებას მოახდენენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნება სახელმწიფო უწყებების ხედვა საკუთარ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

"ცოდნის გაცვლის კამპანია" ჩრდილო–ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოგადგათ ინფორმაცია