Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

ბიუროს საქმიანობა

ინსტიტუციური მოწყობა
საჯარო სამსახურის ბიურო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ქვეყანაში საჯარო მმართველობის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტური საჯარო მმართველობის პრინციპების დანერგვა.
 
მიზნის მისაღწევად, სიტუაციის ანალიზზე, კვლევებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბიურო ახორციელებს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების მართვის სისტემების გაუმჯობესებას და ელექტრონული მმართველობის პროექტების დანერგვას.

საჯარო სამსახურის ბიუროს მისიაა ხელი შეუწყოს ეფექტურ და გამჭვირვალე საჯარო მმართველობას საქართველოში