Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

ჩატარდა ფორუმი თემაზე „ისტორია რომელიც შექმნეს ქალებმა“

icon 29 მარ 2021

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურომ, 29 მარტს, საჯარო მოხელეთა ფორუმი გამართა თემაზე - ისტორია რომელიც შექმნეს ქალებმა. ფორუმს უძღვებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.

ფორუმი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ჩართულობით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრას 150-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა.

ფორუმზე საუბარი იყო ქალთა გაძლიერებისთვის სხვადასხვა ადამიანების წვლილსა და მიღწევებზე ისტორიული წარსულიდან. მომხსენებელმა ისაუბრა იმ ქალებზე, „რომელთა ხმაც მოვიდა ჩვენამდე და რომელთა ხმაც გვინდა, რომ იყოს გაგებული.

ფორუმზე გაჟღერდა ქართველი ქალების - ბარბარე ჯორჯაძის, რომელმაც "ქართული სამზარეულო" დაუტოვა ქართველებს, ასევე, ქალთა პირველი პროფესიული სკოლის დამაარსებლის, ეკატერინე გაგოშვილის და რეგიონული ქსელის - “ქალთა ლიგა” დამფუძნებლის - კატო მიქელაძის ისტორიები.

რევოლუციური ნამუშევრებით გამორჩეული ქრისტინე დე პიზანი, ქალთა უფლებების დამცველი სიმონ დე ბოვუარი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მამად წოდებული ედვარდ ბერნეისი იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ისტორიებზეც ისაუბრა მომხსენებელმა და რომლებიც ინსპირაციის წყარო გახდნენ ქალებისთვის.

საჯარო სამსახურის ბიურო კვლავ გეგმავს ფორუმების ორგანიზებას სხვადასხვა თემებზე, მოხელეთა შორის კომუნიკაცის გაძლიერებისა და საჯარო სამსახურის უწყვეტი განვითარებისთვის.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია