Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

შეხვედრა ფუნქციათა კოორდინაციის შესახებ

icon 19 თებ 2020

18 თებერვალს, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიეტუვის ფუნქციათა კოორდინაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ანტანას მატუსა ეწვია, რომელმაც ბიუროს ხელმძღვანელობასა და მენეჯერულ რგოლს გააცნო ლიეტუვის გამოცდილება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ფუნქციათა კოორდინაციის შესახებ.

შეხვედრისას ანტანას მატუსამ ისაუბრა პერსონალის მართვის, აქტივების მართვის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით ფუნქციების გაერთიანებისა და ცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაძმობილების პროექტი საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის 2018 წელს დაიწყო და ის ევროკავშირის მიერ ფინანსდება. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია