Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„სტრატეგიული ლიდერობის უნარები - 21-ე საუკუნის გამოწვევები “

icon 11 დეკ 2019

დაიწყო მასტერკლასი თემაზე „სტრატეგიული ლიდერობის უნარები - 21-ე საუკუნის გამოწვევები“.

3 დღიან კურსს აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯუდი ინგლენდ-ჯოზეფი უძღვება. მასტერკლასი მოიცავს სტრატეგიულ ლიდერობასთან დაკავშირებულ თეორიასა და პრაქტიკას, ასევე, თანამედროვე ლიდერების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს.

მასტერკლასს ესწრებიან საჯარო სექტორში სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები.

მასტერკლასი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით იმართება.

გამოგადგათ ინფორმაცია