Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან განმეორებითი საჯარო განხილვა

icon 26 ივნ 2015

2015 წლის 26 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განმეორებითი საჯარო განხილვა შედგა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, კანონპროექტის პირველი საჯარო განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებზე მსჯელობა გაიმართა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია