Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია

icon 02 ივლ 2014

2014 წლის 1 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

კონცეფცია წარადგინა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

რეფორმა მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას. საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია მოიცავს 10 კატეგორიას, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საჯარო სამსახურის განმარტება, კლასიფიკაციის სისტემა, ანაზღაურების სისტემა და საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები.

კონცეფციის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი ექსპერტები, მეცნიერები და პრაქტიკოსები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია შემუშავდა USAID/დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია