Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის რეფორმის დონორთა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

icon 17 მაი 2013
საჯარო სამსახურის ბიუროსა და NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით საჯარო სამსახურის რეფორმის დონორთა პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო რეფორმასთან დაკავშირებული თემების, კერძოდ, მიღწეული წარმატებების, დონორებთან თანამშრომლობის საკითხის და საჯარო სამსახურის ბიუროს წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციები: NATO–ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, USAID, Management Systems International (G3), GIZ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; ასევე საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლები.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა ისაუბრა რეფორმის ტენდენციებზე, ამ პროცესით დაინტერესებულ მხარეებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ასევე, წარმოდგენილ იქნა რეფორმის ზოგადი კონცეფცია, რაც შემდეგში გამოიხატება: საჯარო სამსახურის სრული დეპოლიტიზაცია პოლიტიკური და აღმასრულებელი პოზიციების გამიჯვნის გზით; დამსახურებაზე დაფუძნებული სისტემის შემოღება; ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების რეფორმირება; ანაზღაურების სისტემის რეფორმა; საჯარო მოხელეთათვის უწყვეტი ტრენინგ–მოდულების შემუშავება; ელექტრონული მმართველობის პროექტებზე მუშაობის გაგრძელება და მრავალი სხვა.

 

დონორებმა მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის სურვილი გამოთქვეს და ამასთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიის როლი, რეფორმის სამომავლო განხორციელების პროცესში, განიხილეს როგორც წამყვანი.

ფაილები
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის შეჯამება
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის შეჯამება
საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია
საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია
გამოგადგათ ინფორმაცია