Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის რეფორმის 5 წელი

icon 21 ნოე 2019

საჯარო სამსახურის ბიურომ კონფერენციას „საჯარო სამსახურის რეფორმის 5 წელი“ უმასპინძლა. მის მიზანს, 5 წლის მანძილზე რეფორმის ძირითადი მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საჯარო სამსახურის, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, საქართველოს მთავრობის და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების თანამდებობის პირებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს გასული 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის რეფორმირების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიღწეულ შედეგებს და საჯარო სამსახურის განვითარების კუთხით რეგიონში საქართველოს პროგრესს.

გახსნითი ნაწილის შემდგომ, ღონისძიება გაგრძელდა საჯარო სამსახურის რეფორმის თაობაზე პანელური დისკუსიების ფორმატში შემდეგი თემების ირგვლივ: კარგი საჯარო მმართველობა, ადამიანური რესურსების მართვა და კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში.

საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია პირველად 2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. კონცეფცია მოკლედ აჯამებს საქართველოს მთავრობის ხედვას საჯარო სამსახურის დასავლურ პრინციპებზე მოწყობის შესახებ. დოკუმენტი საფუძვლად დაედო საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ცვლილებების ტალღას: შემუშავდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ინერგება მართვის ახალი პრაქტიკები, იცვლება საჯარო სექტორის ორგანიზაციული კულტურა.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლები და ევროკავშირი.

გამოგადგათ ინფორმაცია