დეკლარირება
საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი რუმინეთში
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, მოადგილე, მაია დვალიშვილი და საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტის უფროსი, ირინა აღაპიშვილი, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლის 22 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთში, რუმინეთის საჯარო სამსახურისა და თაამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გაცნობისა და მომავალი თანამშრომლობის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა რუმინეთის საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გამოგადგათ ინფორმაცია