Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეთვრამეტე შეხვედრა თემაზე „პროექტების მართვა“

icon 12 ოქტ 2020

საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, 9 ოქტომბერს, საჯარო მოხელეთა მორიგი ფორუმი გაიმართა თემაზე - „პროექტების მართვა“. შეხვედრას ტრენერი, კონსულტანტი, ვანო ნადირაძე უძღვებოდა.

ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმაეკატერინე ქარდავამ გახსნარომელმაც ისაუბრა ფორუმის თემის მნიშვნელობაზე,რამდენადაც პროექტების მართვა საჯარო მოხელეების ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მომხსენებელს ჩართულობისათვის და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა განმარტა პროექტის მნიშვნელობა, მისი არსი და მახასიათებლები. სპიკერმა ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს პროექტის მიზანი და მოიყვანა მიზნის სწორი ფორმულირების მაგალითები.

ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში მოხელეთა მხრიდან აღნიშნული თემატიკისადმი მაღალი დაინტერესება გამოიხატა და შეხვედრამ მონაწილეთა აქტიური ჩართულობის რეჟიმში ჩაიარა.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია