Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის XXI შეხვედრა თემაზე „თავისუფლებიდან გაქცევის მექანიზმები“

icon 23 ოქტ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 23 ოქტომბერს, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა ბოლო ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის თემა იყო „თავისუფლებიდან გაქცევის მექანიზმები“ და  შეხვედრას ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა უძღვებოდა.

ფორუმი გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიურო მოკლე დროში გააგრძელებს საჯარო მოხელეთა მასპინძლობას აღნიშნულ ფორმატში.

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა ადამიანისთვის, როგორც უმაღლესი ღირებულებისთვის, თავისუფლების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მოხელისათვის, როგორც სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირისთვის, საკუთარ თავთან ჰარმონიულ და არაკონფლიქტურ მდგომარეობაში ყოფნის მნიშვნელობას. სპიკერმა ადამიანის თავისუფლება სოციალურ-ფსიქოლოგიურ ჭრილში მიმოიხილა. ფორუმი მოხელეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა და შეხვედრის ბოლოს მათ საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურომ, 2019 წლის დეკემბრიდან, 21 ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში გაწეული  მხარდაჭერისთვის.

გამოგადგათ ინფორმაცია