Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

მერებისა და მერის მოადგილეების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობის, მენეჯმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიმართულებით

icon 25 მაი 2022

2022 წლის 23-24 მაისს „კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე (მერებისა და მერის მოადგილეების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობის, მენეჯმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიმართულებით)“ პროექტის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტის მერებთან და მერის მოადგილეებთან.

ღონისძიება წარმართა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, ბიუროს უფროსის მოადგილეებთან და ბიუროს დეპარტამენტების  უფროსებთან ერთად.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მენეჯერმა ნინო კაკუბავამ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საჯარო სამსახურის რეფორმის, ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობისა და მენეჯმენტის, შესრულებული სამუშაოს მართვისა და მოხელეთა პროფესიული განვითარების საკითხებზე.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ მხარდაჭერით ახორციელებს მსგავსი ხასიათის შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და მერის მოადგილეებთან.

გამოგადგათ ინფორმაცია