Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

გაიმართა ფორუმი თემაზე „გაიმარტივე შენი ყოველდღიური სამუშაო კომპიუტერთან ერთად“

icon 23 აპრ 2021

23 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა ფორუმი გამართა თემაზე „გაიმარტივე შენი ყოველდღიური სამუშაო კომპიუტერთან ერთად“. ფორუმს უძღვებოდა ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი გიორგი დათუკიშვილი.

მომხსენებელმა მოხელეებს პრაქტიკული რჩევები გაუზიარა კომპიუტერული პროგრამების ფუნქციონალების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ყველა საქმიანობაში აუცილებელია სხვადასხვა პროფესიული მიზნებისთვის. გიორგი დათუკიშვილმა ისაუბრა ყველაზე ხშირად გამოყენებადი საოფისე პროგრამების ფართო შესაძლებლობების შესახებ და მონაწილეებს კონკრეტული ფუნქციების შესრულების პრაქტიკული მაგალითები აჩვენა. ფორუმი ინტერაქტიული იყო და მოხელეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის.

ფორუმი ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ჩართულობით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრას 100-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა.

საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს ფორუმების ორგანიზებას სხვადასხვა თემებზე, მოხელეთა შორის კომუნიკაცის გაძლიერებისა და საჯარო სამსახურის უწყვეტი განვითარებისთვის.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია