Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა
14 სექტემბერი

საჯარო მოხელეთა ფორუმი „ცვლილებების მართვა“

icon დაემატა 20 სექ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 14 სექტემბერს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „ცვლილებების მართვა“. შეხვედრას ბიზნეს ტრენერი და NLP ქოუჩი, ქეთი ტყავაძე უძღვებოდა.

ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის მიზანი იყო ცვლილების მნიშვნელობის გააზრება და ცვლილებების დანერგვის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიკაცია. მომხსენებელმა ისაუბრა ცვლილებების საჭიროებასა და ორგანიზაციული ცვლილების განმსაზღვრელ შიდა და გარე ფაქტორებზე. სპიკერმა დეტალურად განმარტა ცვლილების მომზადების, განხორციელების და განმტკიცების ეტაპები. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო, ასევე, ცვლილების მართვის ტექნიკები და მათი გამოყენების შემდეგ მიღებული შედეგები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის და გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

მისამართი:
ადგილმდებარეობა:
ორგანიზატორები:
დაწყების თარიღი: 14.09.2020 00:00:00
დასრულების თარიღი: 14.09.2020 00:00:00

გამოგადგათ ინფორმაცია