Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა
19 დეკემბერი

პროექტის „ცნობიერების ამაღლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებზე“ შემაჯამებელი ღონისძიება

icon დაემატა 23 აპრ 2019

2017 წლის 19 დეკემბერს სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ" საჯარო სამსახურის ბიურომ შეაჯამა 2017 წელს პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებას "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონისა და ანტი-კორუფციული მექანიზმების თაობაზე.

ღონისძიება გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ. ბიუროს უფროსმა, აღწერა ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა საჯარო მოხელეებისათვის მიმდინარე რეფორმის გასაცნობად. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება რეფორმის ისეთ ასპექტებზე, რომელიც ეხებოდა ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალე მექანიზმების შემოღებას და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა განაცხადა, რომ "მიმდინარე რეფორმა საჯარო უწყებების კარგი მართვის საწინდარია, რომელიც საჯარო მოხელეების მიმართ მოქალაქეთა ნდობას განაპირობებს. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის განხორციელება ამ რეფორმის წარმატების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა".

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 200-მდე წარმომადგენელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საჯარო სამსახურის ბიუროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის, ასევე, მემორანდუმი გაფორმდა საჯარო სამსახურის ბიუროსა და PR აკადემიას შორის, განხილულ იქნა მოხელეებისათვის სპეციალური პირობებით პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზების შესაძლებლობები. ღონისძიების დასასრულს ცენტრალური ხელისუფლების ადამიანური რესურსების მართვის ორგანოების ხელმძღვანელებს გადაეცათ სიმბოლური ჯილდო ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, UK aid ფინანსური მხარდაჭერით.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, UK aid-ს თანამშრომლობისთვის.

მისამართი:
ადგილმდებარეობა:
ორგანიზატორები:
დაწყების თარიღი: 19.12.2017 00:00:00
დასრულების თარიღი: 19.12.2017 00:00:00

გამოგადგათ ინფორმაცია