Loading
Eng
ქარ
HR Management

მერებისა და მერის მოადგილეების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობის, მენეჯმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიმართულებით

icon 30 Jun 2022

2022 წლის 27, 28 და 29 ივნისს „კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე (მერებისა და მერის მოადგილეების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობის, მენეჯმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიმართულებით)“ პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელებთან.

ღონისძიება წარმართა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, ბიუროს უფროსის მოადგილეებთან და ბიუროს დეპარტამენტების  უფროსებთან ერთად.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მზია გიორგობიანმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მენეჯერმა ნინო კაკუბავამ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საჯარო სამსახურის რეფორმის, ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობისა და მენეჯმენტის, შესრულებული სამუშაოს მართვისა და მოხელეთა პროფესიული განვითარების საკითხებზე.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ მხარდაჭერით განახორციელა მსგავსი ხასიათის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და მერის მოადგილეებთან.

This information was useful