USAID – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარება
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარება (USAID) საქართველოში არსებობს 1992 წლიდან. USAID-ის პროგრამები მიმართულია კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზე, ეკონომიკის ზრდაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და მმართველობის გაუმჯობესებაზე. 2011 წლის თებერვლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დახმარებას უწევს საქართველოში სტაბილური დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს. პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (GGI) ხელს უწყობს ხელისუფლების გამჭვირვალებას და ინსტიტუციურ განვითარებას მმართველობის ყველა დონეზე. საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა საჯარო მოხელეთა ტრენინგები ისეთ პრიორიტეტულ საკითხებში, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მართვა, ლიდერობა, პროექტის მართვა, პიარი და კომუნიკაცია, ეთიკა. გარდა ტრენინგებისა, პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში არაერთხელ დაეხმარა საჯარო სამსახურის ბიუროს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაშიც. USAID–მა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს შექმნაში.