ზოგადი ინფორმაცია
დაძმობილების პროექტი საჯარო სამსახურის ბიუროში
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში - "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში". პროექტი ხორციელდება 2018 წლიდან საჯარო სამსახურის ბიუროში ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით. პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში მერიტოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი საჯარო სამსახურის შექმნის მხარდაჭერა საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ბმული 1; ბმული 2.
გამოგადგათ ინფორმაცია