Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

ჩატარდა საჯარო მოხელეთა ფორუმი თემაზე „ურთიერთობის ფსიქოლოგია“

icon 22 მარ 2021

19 მარტს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა რიგით მეოთხე ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში, თემაზე „ურთიერთობის ფსიქოლოგია. შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.

ფორუმს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო უწყებებში დასაქმებული 200-მდე პროფესიული საჯარო მოხელე ესწრებოდა.

მომხსენებელმა შეხვედრაზე სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები განიხილა. ზურაბ მხეიძემ ფორუმი გახსნა საკუთარ თავთან ურთიერთობაზე საუბრით. შეხვედრა გაგრძელდა ბავშვებთან ურთიერთობის და მათში პიროვნების გაღვიძების, ასევე, ქცევითი მოდელის საჭიროების განხილვით. სპიკერმა ისაუბრა კაცისა და ქალის ქცევის ბუნებასა და სპეციფიკაზე, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო მოზრდილებთან, ასაკოვნებთან, ასევე, ოჯახური და სამსახურეობრივი ურთიერთობების საკითხებს. ფორუმის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის და ემსჯელათ განხილულ საკითხებზე.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს ფორუმის შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) - ფორუმების ორგანიზებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია