Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

შეხვედრა ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლებთან

icon 16 სექ 2016

2016 წლის 14-16 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის უფროსის, მარტინ კრიევენსის, ლატვიის სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლებისა და ლატვიის ექსპერტების მონაწილეობით.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ხორციელდება პროექტი "ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების განვითარება საჯარო ადმინისტრირების და ეფექტური მმართველობისთვის საქართველოსა და უკრაინაში"., აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ იქნა მათი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, კომპეტენციის სისტემის განვითარებაზე, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურების, პროფესიული განვითარების, სწავლებისა და საქმიანობის შეფასების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და საჯარო დაწესებულების სხვა წარმომადგენლები.

გამოგადგათ ინფორმაცია