Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეხვედრა აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებთან - საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე

icon 09 აგვ 2023

 

2023 წლის 2-4 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე” - მხარდაჭერით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე გამართა შეხვედრები,  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გურიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან. ასევე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან.

შეხვედრის ძირითადი თემები ეხებოდა მართვისა და მენეჯმენტის, თანამშრომლის შერჩევის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების, ასევე, ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებს.

შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო, ზემოაღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გამოვლენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კვლავ აგრძელებს რეგიონებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

გამოგადგათ ინფორმაცია