Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე

icon 11 ნოე 2015

2015 წლის 11 ნოემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, გაიმართა მორიგი შეხვედრა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალ კანონსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო უწყებებში სამუ შაოს აღწერილობების შემუშავებისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები და დანერგვის ვადები. ყურადღება დაეთმო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამინისტროებში მიმდინარე ფუნქციური ანალიზის პროექტს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლები.

გამოგადგათ ინფორმაცია