შეფასების პროცესის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid -ის ხელშეწყობით, საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით შეიქმნა შეფასების პროცესის ორი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. პუბლიკაციების მიზანია საჯარო დაწესებულებებში პროფესიულ საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლების გზით მიმდინარე შეფასების პროცესის ხელშეწყობა.
სახელმძღვანელოები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის შეფასების მიზანი და საჭიროება, შეფასების მეთოდები, ქულათა მინიჭების წესი, შეფასების დიალოგი და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელებს შეფასების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში.
მოცემული სახელმძღვანელო განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ შემუშავებულია საჯარო სამსახურში შეფასების პროცესის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების ანალიზის საფუძველზე.
საქართველოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სახელმძღვანელო |
საჯარო მოხელეთა თვითშეფასება, შეფასებისდიალოგი და პროფესიული განვითარება |