საჯარო სამსახურის რეფორმა
ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საჯარო სამსახურის ბიუროში
ოთხშაბათს, 25 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ირაკლი კოტეტიშვილი ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესების უფრო ახლოს გაცნობა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ანტიკორუფციული მმართველობის პროექტები, კერძოდ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა (www.declaration.gov.ge) და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული დასაქმების ელექტრონული პორტალი (www.hr.gov.ge).
შეხვედრის ბოლოს განიხილებოდა ორი ქვეყნის საჯარო სამსახურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
გამოგადგათ ინფორმაცია