Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ფორუმი ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და სამუშაო ძალის დაგეგმვის საკითხებზე

icon 06 ივნ 2022

2022 წლის 30-31 მაისს გაიმართა HR ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერმა  ნანა წიკლაურმა.

HR ფორუმი მიეძღვნა ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და სამუშაო ძალის დაგეგმვის საკითხებს. ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის საჯარო სამსახურის უფროსმა ექსპერტმა ვოიჩექ ჟელინსკიმ მონაწილეებს გააცნო სხვადასხვა თეორიული მოდელი, ინსტრუმენტები და პრაქტიკული ინსტრუქციები.

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ადამიანური სტრატეგიის ჭრილში.

ადამიანური რესურსების მართვის ფორუმი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით.

გამოგადგათ ინფორმაცია