Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგი ტრენერებისთვის მეორე ეტაპი დასრულდა

icon 02 მარ 2020

დასრულდა ადამიანური რესურსების მართვის საკითხზე ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი. 4 დღიანი ტრენინგს 25-28 თებერვალს ნატოს სამოკავშირეო ოფისმა უმასპინძლა. ტრენერთა ტრენინგი ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით.

ტრენინგის მიმდინარეობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა, დაგეგმვა, აღნიშნული მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ეფექტური გზები. ტრენერთა ტრენინგს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეებს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ სერტიფიკატები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ტრენინგების პირველი ეტაპი 28-31 იანვარს გაიმართა (აქ ლინკი ჩაჯდება).

საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისთვის.

გამოგადგათ ინფორმაცია