საჯარო სამსახურის რეფორმა
ტრენინგი სამუშაოს აღწერილობებთან დაკავშირებით
23-28 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი სამუშაოს აღწერილობებთან დაკავშირებით.
სამუშაოს აღწერილობების სტარნდარტი შემუშავებულ იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ და მიზნად ისახავს, საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების საქმიანობის ხელშეწყობას.
მსგავსი ტიპის ტრენინგის ჩატარება იგეგმება ყველა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.
გამოგადგათ ინფორმაცია