ტრენინგი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე
3 და 4 სექტემბერს დისტანციურად ჩატარდა ტრენინგი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც უძღვებოდა ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოებისა და IT პოლიტიკის ჯგუფის დირექტორი, იონას სკარდინსკასი.
ტრენინგი გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისთვის. შეხვედრაზე ტრენერმა ისაუბრა კიბერუსაფრთხოებაზე ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, ასევე, განიხილა მონაცემების დაცვისა და მათი დახარისხების აუცილებლობა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები დისტანციურად მუშაობის რეჟიმში პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მეთოდებთან დაკავშირებით.
ტრენინგი გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით მიმდინარე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.