Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ტრენინგების ციკლი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმები

icon 24 ოქტ 2017

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, "გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP)" თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს - "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმები".

 

პროექტის ფარგლებში 2017 წლის ბოლომდე განსახორციელებელი აქტივობები მოიცავს მოხელის პრაქტიკული სახელმძღვანელოს, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ გზამკვლევის და სახელმძღვანელოს შემუშავებას, ასევე, საჯარო მოხელეებისათვის ელექტრონული სწავლების ტრენინგ-მოდულის შექმნას საჯარო დაწესებულებებში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ.

 

პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობად ითვალისწინებს სამინისტროს სისტემაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო. ოქტომბრის ბოლომდე დაგეგმილია 8 ტრენინგის ჩატარება. შედეგად, სულ გადამზადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირებში დასაქმებული 150 თანამშრომლი. შემდეგ ეტაპზე ტრენინგები ჩაუტარდებათ სამინისტროს თანამდებობის პირებსაც.

 

ტრენინგები ხორციელდება საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid- ის მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია