ტრენინგები საჯარო სამსახურში მართვისა და ლიდერობის შესახებ
საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საჯარო სამსახურის მედეგობის უზრუნველყოფა პროფესიული უნარების სრულყოფის ინოვაციური მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობით“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები საჯარო სამსახურში მართვისა და ლიდერობის შესახებ.
სამდღიანი ტრენინგკურსი დისტანციურად, Zoom-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით გაიმართა და მათ საქართველოს სამინისტროების სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული 100-მდე მენეჯერი ესწრებოდა.
აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე მენეჯერისათვის აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: კარგი მმართველობისა და ლიდერობის არსი, მართვის ინსტრუმენტები, დროის მართვა, პროფესიული განვითარება, გუნდის მართვა, დელეგირება და ა.შ.
საჯარო სამსახურის ბიურო მომავალში კვლავაც გეგმავს ტრენინგების ჩატარებას მართვისა და ლიდერობის საკითხებთან დაკავშირებით, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ კიდევ უფრო მეტ მენეჯერს მისცემს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას.