ტრენინგები ლიდერობისა და მართვის საკითხებზე საჯარო სამსახურში
საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურში ლიდერობისა და მართვის საკითხებზე ტრენინგების ციკლის ჩატარება დაიწყო. 25-27 ნოემბერს და 2-4 დეკემბერს პირველი ოთხი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კარგი ლიდერობა და მართვა, ორგანიზაციის მუშაობის შეფასება, პროცესების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, ხედვისა და მისია/მიზნების არსი და სტუქტურული მოწყობის ძირითადი პრინციპები.
ტრენერებმა ინტერაქტიული მეთოდების და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სამუშაოს ოპტიმიზაციის შესაძლებლობებზე, დაწესებულებაში გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი დაძლევის გზებზე. გაიმართა ასევე დისკუსია რთული საუბრების წარმართვასა და კონფლიქტების მართვაზეც.
აღნიშნულ ტრენინგებს უძღვებიან გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb academie) მიერ სერტიფიცირებული ტრენერები, ხოლო სამიზნე აუდიტორიას სამინისტროებში დასაქმებული პირველი და მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელეები წარმოადგენენ.
ტრენინგები მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის მიერ მიმდინარე პროექტის - “საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში.