Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე

icon 21 სექ 2020

16-21 სექტემბერს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დისტანციურად გაიმართა ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი, რომელიც საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებს ეხებოდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა სამომავლოდ თავად შეძლონ ტრენინგის პროგრამის დაგეგმვა და ჩატარება. ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების თანამშრომლები.

მონაწილეები გაეცნენ ტრენინგის პროგრამის შექმნის ძირითად პრინციპებს, ზრდასრულთა სწავლების მეთოდებს და ისაუბრეს ტრენერის როლზე და მსმენელთა ჩართულობის უზრუნველყოფის ტექნიკებზე. განხილულ საკითხებს შორის იყო, ასევე, საჯარო გამოსვლისი შიშის დაძლევა, დისტანციურ რეჟიმში ტრენინგების წარმართვა და აუდიტორიის მართვა. თეორიული მასალის გაცნობის პარალელურად მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია