ადამიანური რესურსების მართვა
ტრენერთა ტრენინგი შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შესახებ
2016 წლის 20-22 იანვარს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) მხარდაჭერით ჩატარდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგი მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემასთან დაკავშირებით. ტრენინგის ფარგლებში საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტის მიერ გადამზადნენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენელები, რომლებიც 2016 წლის მანძილზე თავად ჩაატარებენ ტრენინგს საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისათვის შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის წარმატებით დანერგვის მიზნით.
გამოგადგათ ინფორმაცია