Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

სწავლების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია

icon 12 სექ 2018

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გაიმართა ესტონელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სწავლების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (e-TMS) კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია. კონცეფცია შემუშავდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, ესტონეთის პოლიტიკის კვლევების ცენტრის დახმარებითა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. განხორციელებული პროექტი მოიცავს ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონალის მოდელის შემუშავებას და პროგრამის კონცეფციის განვითარებას.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების და სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები. ესტონელმა ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს სწავლების მართვის ელექტრონული სისტემის კონცეფცია, განიხილეს აღნიშნული სისტემის დანერგვის პერსპექტივები და შეაფასეს მისი პრაქტიკაში გამოყენების სირთულეები და რისკები.

გამოგადგათ ინფორმაცია